Sunday, December 8, 2013

ინფორმაცია მარგარეტ ტეტჩერზე და დედა ტერეზაზე

 ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი (Margaret Hilda Thatcher, ქალიშვილობაში რობერტსი; დ. 13 ოქტომბერი, 1925 - გ. 8 აპრილი, 2013) — გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი 1979-1990 წლებში და ასევე, კონსერვატიული პარტიის ლიდერი 1975-1990 წლებში. ის იყო მე-20 საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ვადით არჩეული პრემიერ-მინისტრი და ერთადერთი ქალბატონი ამ პოსტზე. საბჭოთა ჟურნალისტიკა მას ეძახდა „რკინის ლედის“, მეტსახელი, რომელიც ასოცირდებოდა მის უკომპრომისო პოლიტიკასა და ლიდერობის სტილთან. მან დანერგა პოლიტიკა, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ტეტჩერიზმი.

 დედა ტერეზა (ალბ.: Agnes Gonxha Bojaxhiu; დ. 26 აგვისტო, 1910 – გ. 5 სექტემბერი, 1997) — ალბანელი კათოლიკე მონაზონი, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია "ქველმოქმედების მისიონერები" და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში.
 
 "ჩვენთვის არ არსებობს განსხვავება ეროვნებაში, კანის ფერში, რელიგიაში. ყველა ადამიანი ჩვენთვის ღვთის შვილია. ყველა იმსახურებს ჩვენს დახმარებას, ყველა შექმნილია რათა უყვარდეს და უყვარდეთ. ქველმოქმედება–ეს არის დიდი ძალა, რომელიც აკავშირებს და აერთიანებს ადამიანებს. ქველმოქმედება აახლოვებს და ამეგობრებს. მხოლოდ ქველმოქმედებას ძალუძს აღაფრთოვანოს ყოველი სულიერი, რადგან ეს საქმე უფლის ხელიდან მომდინარეობს."  
                                                                 დედა ტერეზა


მარია კიური
    მარი სკლოდოვსკა-კიური (დ. 7 ნოემბერი1867ვარშავა — გ. 4 ივლისი1934, სანსელმო, დეპარტამენტი სავოია; დაკრძალულია სოში, პარიზის მახლობლად), ფიზიკოსი და ქიმიკოსი. ეროვნებით პოლონელი.
   1898 წლის ივლისში ცოლ-ქმარმა კიურებმა აღმოაჩინეს ახალი ქიმიური ელემენტი პოლონიუმი, ხოლო ამავე წლის დეკემბერში — რადიუმი
  სკლოდოვსკა-კიურის ორჯერ მიენიჭა ნობელის პრემია1903 (ფიზიკაშიპიერ კიურისა და ბეკერელთან ერთად) და 1911 (ქიმიაში). 



No comments:

Post a Comment